ქუთაისში მაღაზია გაძარცვეს

ქუთაისში მაღაზია გაძარცვეს

ქუთაისში „დეილის” მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა ავანგარდის დასახლებაში, გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრიდან 500 ლარი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ძარცვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.