სირიის პარლამენტმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სირიის პარლამენტმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სირიის პარლამენტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ სირიის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური იუწყება.

„პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც შეიცავს პუნქტს, 2018 წლის 23 ივლისს ბაშარ ასადის და ანატოლი ბიბილოვის მიერ დამასკოში ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“, - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 19 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა და მათთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობაც დაამყარა. მსგავსი „შეთანხმება“ ასადმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან სექტემბერში გააფორმა.