ჩხოროწყუში ხანძარს 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ხანძარს 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია 140კვ.მ ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

























