სურამში ლესიაობის დღესასწაული გაიმართა

სურამში ლესიაობის დღესასწაული გაიმართა

სურამში ქართულ-უკრაინული მეგობრობის დღესასწაული - ლესიაობა გაიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გამოჩენილი უკრაინელი პოეტი ქალის - ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული ტრადიციულ სახეს ატარებს და ყოველ წელს იმართება.

„წელსაც დღესასწაულზე დასასწრებად ჩამოვიდნენ ხაშურთან დამეგობრებული ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკის წარმომადგენლები. სტუმრებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილთან, საქართველო ში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებთან და ადგილობრივი საზოგადოების წევრებთან ერთად უკრაინელი პოეტი ქალის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

ღონისძიება გაიმართა ლესია უკრაინკას სახელობის სურამის მესამე საჯარო სკოლაშიც.

დღესასწაული ქართულ-უკრაინული კონცერტით დასრულდა.

ლესია უკრაინკამ სიცოცხლის ბოლო პერიოდი საქართველოში გაატარა. იგი სურამში სამკურნალოდ ჩამოვიდა და აქვე გარდაიცვალა“, - ნათქვამია ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.