ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქება დილის 07:00 საათზე მოხდა. მათ სამი დაშავებული ადამიანი გამოიყვანეს შენობიდან.

























