სლოგანით „დატოვე პარლამენტი ქუთაისში" სოციალური კამპანია იწყება

სლოგანით „დატოვე პარლამენტი ქუთაისში" სოციალური კამპანია იწყება

„დატოვე პარლამენტი ქუთაისში", - ამ სლოგანით სოციალური კამპანია იწყება. ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, საპარლამენტო ქალაქი სტატუსს და მომავალის განვითარების პერსპექტივას დაკარგავს.

“პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება ეს არის არამარტო ქუთაისის, არამედ თავკომბალად გადაქცეული დედაქალაქის გადარჩენაც. რეგიონების თანაბარი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ქუთაისი იცლება და ეს გადაწყვეტილება ქალაქიდან ახალგაზრდების გადინებას კიდევ უფრო დააჩქარებს", - აცხადებს „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

სამოქალაქო სექტორის აქცია ხვალ, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, სესიის პარალელურად გაიმართება. დილიდან პროტესტის ნიშნად, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ბესო მიქელთაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.