ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შენობასთან ხმაურია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შენობასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და მრევლის მიერ გამართულ აქციაზე ხმაურია. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებთან ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი გამოჩნდა.
დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პრესსპიკერისგან განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ დუმს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი დაკავებულ დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით.
მამალაძის ოჯახის წევრები მეუფისგან დუმილის დარღვევას და დეკანოზის დაკავებასთან დაკავშირებით დამალული საკითხების გაჟღერაბას ითხოვდნენ, რასაც კამათი მოჰყვა. როგორც ეპარქიის სპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა, მეუფე დიმიტრი საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც აქციის მონაწილეებს ვერ შეხვდება.
"მეუფე დიმიტრი არ არის საქართველოში ის საოპერაციოდ გერმანიაში არის წასული. აქედან გამომდინარე ის ვერ შეძლებს გამოსვლას. ჩვენ მოვისმინეთ თუ რაზე საუბრობდა თორნიკე მამალაძე და მინდა გითხრათ, რომ მეუფე დიმიტრის არავითარი დუმილი არ აქვს დასარღვევი. მან რაც იცოდა თქვა. მამა გიორგის დაკავების დღიდან ჩვენ ვამბობთ იმას, რომ რაც აქვს სათქმელი მამა გიორგის - თქვას. მეუფე დიმიტრიმ პრეზიდენტის მრჩეველს ფიქრია ჩიხრაძეს სთხოვა, რომ მამა გიორგი შეწყალებინა, რათა ის პატრიარქისა და სინოდის წინაშე წარმსდგარიყო. უამრავი შეკითხვები არის გაჩენილი და როდესაც იგი ცალკეულ მღვდელმთავრებს ხვდება და აკრთებს განცხადებებს, რომ აქვს რაღაც სათქმელი საზოგადოება ღირსი არის რომ ინფორმაცია გაიგოს. მეუფე იყო თანახმა და მხარი დაუჭირა მის შეყალებას ის რომ მეუფე არაფერს არ აკეთებს ეს ტყუილია. სამწუხაროდ კომისიამ არ განიხილა ეს საკითხი დადებითად. მეუფე დიმიტრი დარწმუნებული რომ იყოს მის სრულ უდანაშაულობაში ასე უმოქმედოდ არ იქნებოდ.",- განაცხადა იოანე გორელიშვილმა
სიტყვიერ დაპირისპირებამდე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შენობასთან ამ ლოზუნგებით
"მეუფეო შეწყვიტე დუმილი", "ნუ დაუტოვებთ ყორნებს საჯიჯგნად თქვენს მღვდელს", "მღვდელმთავარს მხოლოდ უფლის შიში ჰმართებს", - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და მრევლმ საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, მეუფემ უდანაშაულო დეკანოზისთვის ხმა უნდა ამოიღოს და დუმილი დაარღვის.

























