შინდისის გმირების მემორიალი დააზიანეს

შინდისის გმირების მემორიალი დააზიანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 20 წლამდე ასაკის პირი ამხილა, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
არსებული ინფორმაციით, მხილებული პირი შეურაცხადია.

























