დედის დაჭრის ბრალდებით ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში დედა დაჭრა. დაშავებული ქალბატონი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

























