სოფელ კიბეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასრულდა

სოფელ კიბეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში წყალმომარაგების სისტემისა და აუზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ობიექტის წინასაექსპლუატაციო შემოწმებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.

მათივე ცნობით, შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ობიექტის მზადყოფნა ექსპლუატაციაში მისაღებად, ხოლო 67 717 ლარის ღირებულების პროექტის განსახორციელებლად, სამუშაოებს ასრულებდა შპს „სტანდარტ მეტრ ჯგუფი“.