ზუგდიდის მერიაში ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრა გრძელდება

ზუგდიდის მერიაში ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრა გრძელდება

ზუგდიდის მერიის 2019 წლის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამული ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დაწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამ პროცესს სოციალური და ჯანდაცვის სამსახური წელს განსხვავებულ ფორმატში წარმართავს. შეხვედრები მიმდინარეობს ფოკუს-ჯგუფებთან, რაც პრობლემების იდენტიფიცირებას და რესურსის მიზნობრივ განკარგვას უწყობს ხელს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკაზე მუშაობენ. შეხვედრაზე შშმ პირთათვის აქტუალური პრობლემური საკითხები განიხილეს.

„შეხვედრები ფოკუს-ჯგუფებთან მომავალშიც გაგრძელდება. შემდეგი შეხვედრა შშმ პირებთან ჩაინიშნა. თემის ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირებისა და დახვეწის პროცესში სამსახურის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.