წიწამურის ხიდის ქვეშ ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

წიწამურის ხიდის ქვეშ ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე მდებარე წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძზე, ხიდის ქვეშ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა 25 სექტემბრიდან აკრძალული იყო.