რეგიონი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბეტონებული, არმირებული გზებისა და ფერდსამაგრების მოწყობა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაბეტონებული, არმირებული გზებისა და ფერდსამაგრების მოწყობა გრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კიომპანია შპს "დაჩი". პროექტის სრული ღირებულება 296 788 ლარს შეადგენს.
სოფელ ყოროლისთავში გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაბეტონების პროცესს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე გაეცნო.

























