ხაშურში ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ხაშურში ომში დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს

ხაშურში, აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა, მერის მოადგილეებმა ზვიად ქურდაძემ და ზურაბ ჩხიტუნიძემ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.