თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თელავის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად გაიხსნა ქვემო ხოდაშენის სკოლამდელი დაწესებულება, სადაც World Vision საქართველს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს კოსმეტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სამუშაოები შესრულდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც, რაც დამატებითი ჯგუფების გახსნას გულისხმობს. კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამით, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 65 000 ლარია გამოყოფილი.

ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები.

სტუმრებმა ჩატარებული სამუშაოები მოინახულეს და ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.