გახდი გრინვეი საქართველოს გუნდის წევრი

საერთაშორისო გამოცდილებაზე დამყარებული გრინვეის ტექინსპექტირების ცენტრები მალე მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება და მოსახლეობა შეძლებს მიიღოს ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და სანდო მომსახურება.
გრინვეი საქართველო ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული მისიით შემოდის. მისი პარტნიორი, მსოფლიო ლიდერი ტექდათვალიერების სფეროში, კომპანია
Applus +, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს და მის სახელს უკავშირდება იმ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რაც უსაფრთხო და სანდო ტექდათვალიერების ცენტრების აუცილებელი პირობაა. გრინვეი საქართველო სწორედ ამ სტანდარტებს ნერგვას საქართველოში. კომპანიის უმთავრესი მიზანია შექმნას თანამედროვე სტანდარტებით მომზადებული სამუშაო გუნდი, დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები ტექდათვალიერების სფეროში და იზრუნოს გარემოს გაჯანსაღებასა და ადამიანების უსაფრთხოებაზე.
გრინვეი საქართველოს პარტნიორია მსოფლიოში წამყვანი, ავტოტექინსპექტირების აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Actia, ეს კი კომპანიას საშუალებას აძლევს ტექდათვალიერების პროცესი, ტექნოლოგიური კუთხით, პასუხობდეს ყველა თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნას.
კომპანია მისი წარმატების აუცილებელ პირობად ძლიერ, საკითხის მცოდნე გუნდს მიიჩნევს. ესპანეთში, Applus+ ცენტრალურ ოფისში უკვე გადამზადდა კომპანიის ტექნიკური გუნდი. კომპანია მუდმივად იზრუნებს დასაქმებული ადამიანების პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე.
ამ ეტაპზე კომპანიის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წლის ბოლოსთვის, ტენდერით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 26 სადგური სრულ მზადყოფნაში იქნება. პარალელურად მიმდინარეობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და გრინვეი საქართველოს გუნდის წევრების მოძიება მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია სთავაზობს ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაეცნოს გამოცხადებულ ვაკანსიებს შემდეგ ბმულზე.
(R)

























