იმერეთის გუბერნატორს მესამე მოადგილის შტატი დაემატა

იმერეთის გუბერნატორს მესამე მოადგილის შტატი დაემატა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ბესიკ გოფოძემ დაიკავა. „ის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში კურატორობას გაუწევს რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების სწორად შესრულებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუს“ იმერეთის გუბერნიაში.

ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.