ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. პატარებს სწავლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა. ქალაქის მერმა ქუთაისში რამდენიმე ბაღის შენობაც დაათვალიერა, სადაც წელს სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. მისივე თქმით, გარემონტდა ჯგუფები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
ქუთაისში სულ 37 ბაღია, სადაც წელს 10 000 ზე მეტი ბავშვი მიიღეს.

























