სურამში სამედიცინო აქცია ჩატარდა

სურამში სამედიცინო აქცია ჩატარდა

სურამის პოლიკლინიკაში მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევების აქცია ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამედიცინო აქცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კლინიკა „ენმედიცმა“ მოაწყო. აქციის ფარგლებში პაციენტებს უსასყიდლოდ მოემსახურნენ სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტები. მათ შორის: ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ოტოლარინგოლოგი, ანგიოლოგი. ჩატარდა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებიც.

პაციენტების სახელით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო აქციაში მონაწილე კლინიკა „ენმედიცის“ ექიმებს საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

„ენმედიცის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნანა მახარაძემ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველუოფის სამსახურს თანადგომისთვის,

საქველმოქმედო აქცია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოეწყო.