მარნეულში ფერების ფესტივალი გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ფერების ფესტივალი გაიმართა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სპეციალურად ამ დღისთვის, კულტურის სახლის ეზოში, სადღესასწაულო სივრცე მოეწყო, სადაც მოსული სტუმრებისთვის სხვადასხვა გასართობი სანახაობები გაიმართა.
„ღონისძიებას მხიარული წამყვანი „ujma“ უძღვებოდა, რომლის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მუსიკალური ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები", ბენდი , „RED CARPET“ და დიჯეი „ZauRez“.
ფესტივალს მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ახალგაზრდები, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

























