„ნაცმოძრაობის“ წევრი - საუბნო-საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების ნათესავებით დაკომპლექტდა

„ნაცმოძრაობის“ წევრი - საუბნო-საარჩევნო  კომისიები  „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების ნათესავებით    დაკომპლექტდა

საუბნო კომისიები დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების ნათესავებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ირმა ხოროიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ პირთა სია მოიპოვა, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიაში ირიცხებიან და პარალელურად „ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ.

ირმა ხორიშვილი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა არ დაუშვან საუბნო საარჩევვო კომისიების მმართველი ძალის წარმომადგებლებით დაკომპლექტება.

„არჩევნების გაყალბების მიზნით საუბნო კომისიები დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და აქტივისტების ნათესავებით. ვასაჯაროვებთ კომისიების წევრების სიებს საიდანაც კარგად ჩანს, რომ საუბნო კომისიები შერჩეულია პარტიული და ნათესაური ნიშნით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და გამოვააშკარავებთ აღნიშნულ ფაქტებს, რის შესახებაც ვაცნობებთ საზოგადოებას დამატებით. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და შეუწყდეთ აღნიშნულ პირებს კომისიის წევრის უფლებამოსილება; მოვუწოდებთ სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განხორციელდეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის მონიტორინგი და მიეცეს შეფასება არსებულ კანონდარღვევებს",-განაცხადა ირმა ხოროიშვილმა.