სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სპორტსმენებს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სპორტსმენებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სპორტსმენებს ხვდება.

ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, წინასაარჩევნო შეხვედრაზე კანდიდატმა სპორტსმენების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ყველასათვის ხელმისაწვდომი სპორტი უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი.

„მე ვიქნები თქვენი მედიატორი მთავრობასთან, პარლამენტთან, მე იქ ვიქნები თქვენი ელჩი. გარდა ამისა პრეზიდენტსაც აქვს თავისი ფონდი, საჭიროების შემთხვევაში ამ რესურსის გამოყენებაც არის შესაძლებელი,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.