თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ დრომდე პარალიზებულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ დრომდე პარალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მგზავრმა ადგილიდან აცნობა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნატახტართან და მცხეთასთან, სადაც რამდენიმე საათია ავტომანქანები ადგილიდან საერთოდ ვერ იძვრებიან. მისივე ინფორმაციით, ადგილზე არც საპატრულო პოლიცია იმყოფება, რომელიც მოძრაობის დარეგულირებას შეძლებდა.
მოძრაობის შეფერხება მცხეთის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე, ხიდების მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე ცალხმრივად შეზღუდულია. მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.

























