მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის " წევრებმა ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას პროვოკაციის მოწყობა სცადეს

მერაბ ქვარაიას ინფორმაციით,  "ნაციონალური მოძრაობის " წევრებმა ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას პროვოკაციის მოწყობა სცადეს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის " წევრებმა ზუგდიდში პროვოკაციის მოწყობა სცადეს. ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ხვდება.

მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს მაია კალანდიას შეხვედრაზე დასწრების და კითხვების დასმის საშუალება მიეცემა.