გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის  ანაზღაურებას ითხოვენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის მიმდებარე დასახლების მცხოვრებლები, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დროულად ანაზღაურებას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირებული კომპენსაცია დღემდე არ მიუღიათ, სანიაღვრე არხები სათანადოდ არ გაწმენდილა და ძლიერი წვიმის მოსვლის ეშინიათ.

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, სტიქიისგან მიყენებული ზარალი აღწერილია და შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროებშია განსახილველად გადაგზავნილი. მისივე განმარტებით, არხებისა და გზების გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, შიდა არხებისა და გზების გაწმენდითი სამუშაოები აღნიშნულ დასახლებაში დღესაც მიმდინარეობს.