წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპის ფარგლებში, უკვე დასრულდა 9.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, ხოლო მეორე ეტაპი ითვალისწინებს დარჩენილი 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და ახალი, 24 მეტრიანი, რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობას.