გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორაციით, სოფელ მელაანში, ჩალაუბანსა და არაშენდაში სპეციალური კომისია სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან ითვლის.
არჩილ ხანდამაშვილის თქმით, დაზიანებული ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით რთველის შტაბთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. დღეს დილიდან კომისია სტიქიის ზონაში მუშაობს. რაც შეეხება, სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს, რთველის შტაბთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ უპრობლემოდ შეძლონ ფერმერებმა ყურძნის ჩაბარება, თუმცა ამ ეტაპზე გურჯაანში მდებარე რამდენიმე ქარხანამ უკვე დაიწყო ჩაბარება", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ ვენახები, მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნაწილი გაანადგურა.

























