ქუთაისში ისტორიული თეთრი ხიდის ორნამენტებით მოპირკეთება დაიწყო

ქუთაისში ისტორიული თეთრი ხიდის ორნამენტებით მოპირკეთება დაიწყო

ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება. ამ ეტაპზე ხიდზე ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული ლითონის ფირფიტების დამონტაჟება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განუცხადა, რამდენიმე დღეში ხიდზე კიდევ რამდენიმე ტურისტული ატრაქცია განთავსდება, რაც უცხოელი ვიზიტორებისთვის ხიდს უფრო მიმზიდველს გახდის. თეთრ ხიდზე ქართული ორნამენტებით გაფორმებული სულ 56 ნიმუში დამონტაჟდება.