თელავში „ღვინის სამშობლოს გარბენი“ გაიმართა

საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის და პროექტ Check In Georgia-ს მხარდაჭერით, თელავში “ღვინის სამშობლოს გარბენი” Wine Land Run გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
გარბენი პროგრამა “იყავი აქტიური საქართველოში“ ფარგლებში, ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი მოხალისეები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო მონაწილეები სიმბოლური მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა ცივაძემ. ამის შემდეგ პროექტ Chek in Georgia -ს ფარგლებში, დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე საკუთარი რეპერტუარით მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ნიკა კალანდაძე - პროექტ X-Factor-ის თელაველი მონაწილე და მომღერალი გიორგი მახარაშვილი. ასევე ბენდთან ერთად დაუკრა DJ სეტმა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

























