შიდა ქართლის გუბერნატორი ხაშურის №7 საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

შიდა ქართლის გუბერნატორი ხაშურის №7 საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო

გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში, №7 საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო და მასწავლებლებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„გილოცავთ პედაგოგებს, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას, მშობლებს და რაც მთავარია, პატარა აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ახალ საბავშვო ბაღს. ამიერიდან სასწავლო პროცესს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გააგრძელებთ, სადაც პატარების კომფორტისა და განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. სრულფასოვანი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ბედნიერი ბავშვების აღსაზრდელად“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებამ 907 000 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღში 6 ჯგუფი იფუნქციონირებს და 150-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.