ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და სწავლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პირადად მიულოცეს.

„განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე ნამდვილად გამორჩეული და დასამსახსოვრებელია, მათ ხომ პირველად შეაღეს სკოლის კარები და პირველად მიუსხდნენ მერხებს. ვისურვებდი, რომ ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლას სასიკეთო სიახლეებით დაეწყოს. განათლების მიღების პროცესი ყოფილიყოს, მაქსიმალურად საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებული. მინდა ავღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული მასწავლებლებისა და მოსწავლეების წახალისება პრიორიტეტია. წლის ბოლოს ჩვენ ვაჯილდოვებთ გამორჩეულ და აქტიურ პედაგოგებს. ხოლო წარჩინებული მოსწავლეებისათვის რამდენიმე პროექტი გვაქვს შემუშავებული. ერთ-ერთი კი მოსწავლეებისათვის საზღვარგარეთ ახალგაზრდულ ბანაკებში გამგზავრების დაფინანსებაა. რაც უფრო მეტი ასეთი კარგი მოსწავლე გვეყოლება, ეს ჩვენთვის უფრო მეტად იქნება მოტივაცია მაქსიმალურად ვიყოთ მათ გვერდით. მეტი განათლებული ადამიანი კი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა“, - აღნიშნა მერმა.

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველ კლასში 285 მოსწავლე შევიდა.