ქუთაისის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქის მე-3 და პირველ საჯარო სკოლებში მივიდა. ქუთაისის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი საქართველოსთვის. განათლება იყო, არის და კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ საზრუნავად. ქუთაისი განსაკუთრებული შემართებით ხვდება წლევანდელ ახალ სასწავლო წელს, ხარისხიანი განათლება მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საფუძველია ქვეყნის წარმატებისა და წინსვლისთვის", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

























