თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე ავტომანქანმა ტრაილერს შეეჯახა

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანმა ტრაილერს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

























