ქუთაისში საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ტარდება

ქუთაისში საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ტარდება

ქუთაისში პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი იმართება. ფესტივალი ოპერის თეატრის 50-ე სეზონს დაემთხვა. "ეს არის საოცრება, ფესტივალი, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდა ქალაქი. თავდაუზოგავი შრომის შედეგად ფესტივალი შედგა და წარმატებით ჩაივლის. მასში მონაწილეობენ საოპერო ვარსკვლავები და გვიხარია, რომ ქუთაისი უმასპინძლებს მათ", - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ღვინიანიძემ.

ფესტივალში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. ფესტივალის დამფუძნებლები არიან ქუთაისის მერია, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი დავით ღვინიანიძე და საერაშორისო ფონდი "მსოფლიო ტალანტები".

ფესტივალი 22 სექტემბერს გალა-კონცერტით დასრულდება.