გორი დასუფთავების საერთაშორისო დღეს შეუერთდა

გორი მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კამპანიას, „Let’s Do It! World! - მოდი გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის, შეუერთდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
კამპანიას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც შეუერთდა.
„დღეს მსოფლიო დასუფთავების საერთაშორისო დღეა, რა თქმა უნდა, შევუერთდით ამ აქციას. მოვუწოდებთ ყველას, რომ არ დაანაგვიანონ ჩვენი ქალაქი, მნიშვნელოვანია სუფთა და ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს მომავალი თაობა. ჩვენ სამომავლოდაც ვგეგმავთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი აქციების მოწყობას“, - კონსტანტინე თავზარაშვილი.
მერიის, გუბერნიისა და და საკრებულოს წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულმა ყველა ა(ა)იპ -მა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 9 ლოკაცია დაასუფთავეს.
ლოკაციები წინასწარ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეირჩა.
ყველაზე მასშტაბური დასუფთავების ადგილი გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორია იყო, ძველი ხიდიდან კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღამდე“, 2000 კვ. მეტრი ფართობით.

























