ხაშური მსოფლიო დასუფთავების აქციას შეუერთდა

მსოფლიო დასუფთავების აქციას “Let’s Do It!” ხაშურის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ წარმომადგენლებმა და “Let’s Do It! საქართველოს” და ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკის კუთხის მიერ მობილიზებულმა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა სურამში ზინდისის ტყე, ასევე დაბა სურამის შესასვლელი ტერიტორია დაასუფთავეს.
აქციაში ასევე ჩაერთო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი. მან აქციის მონაწილე ყველა მოხალისეს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
მსოფლიო დასუფთავების აქცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ინიცირებით განხორციელდა.

























