ძველი ხიბულა-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის (ნარაზენი - ძველი ხიბულის მონაკვეთი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ნარაზენი - ძველი ხიბულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 4 მილიონ 657 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.

























