რუსთავი საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ შეუერთდა

რუსთავი საერთშორისო კამპანიას ,,დავასუვთავოთ მსოფლიო“ შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, დასუთავების აქცია გაიმართა ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერში.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გიორგი ბეგაძემ, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან ერთად, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი დაასუფთავეს.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, გასულ კვირას, ის ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ სკვერს ერთობლივად დაასუფთავებდნენ, შემდგომ კი მისი კეთილმოწყობა განხორციელდება.
,,მოსახლეობასთან ერთად გადავწყვიტეთ ამ სკვერის დასუფთავება და მოწესრიგება. აქციაში ჩართულია მერიის სამსახურები და მოსახლეობა. არქიტექტურის სამსახურისთვის დავალება უკვე მიცემულია, რომ მოხდეს ამ სკვერის დაპროექტება, იმისათვის, რომ აღვადგინოთ აქ არსებული ინფრასტრუქტურა. ამით, ჩვენ დავაკმაყოფილებთ მოსახლეობის თხოვნას სკვერის რეაბილიტაციის თაობაზე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

























