ბულინგის თემაზე რუსთავში ღონისძიება გაიმართა

ბულინგის თემაზე რუსთავში ღონისძიება გაიმართა

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით - ,,არა ბულინგს" გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა ბულინგის თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

დისკუსიის დასასრულ მოეწყო კინოჩვენება და ადგილობრივი მუსიკალური ბენდის ,,Uprising"-ის კონცერტი. ღონისძიება პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „სიდა“ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრსა (GCRT) და ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.