გორის მერიამ ჭრა-კერვა-მოდელირების კურსები დააფინანსა

გორის მერიამ ჭრა-კერვა-მოდელირების კურსები დააფინანსა. პროექტის დახურვის ცერემონიალი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახალ ოფისში გაიმართა. ბენეფიციარებს, სერტიფიკატები გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა გადასცა. ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა საკუთარი ნამუშევრებიც წარმოადგინეს.
გორის მერიის ინფორმაციით, პროქტი, რომლის 4 ბენეფიციარიც სამსახურით უკვე უზრუნველყოფილია, გორის მერიამ სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების მიზნით დააფინანსა.
3 თვიანი, უფასო ჭრა-კერვა-მოდელირების შემსწავლელი კურსის საშუალებით დევნილი და სოციალურად დაუცველი 25 ქალი გადამზადდა.
გორის მერიამ სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 6012 ლარის ღირებულების პროექტი, 4 720 ლარით დააფინანსა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი განვითარებისათვის“ პროექტი „გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება“, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

























