ხაშურის მერმა წრომის საბავშვო ბაღი დაათვალიერა

ხაშურის მერმა წრომის საბავშვო ბაღი დაათვალიერა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წრომში ახლად მოწყობილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპოალიტეტის მერიიდან აცნობეს, აქამდე სოფელში ალტერნატიული საბავშვო ბაღი მუშაობდა, სადაც პატარების დატოვება მხოლოდ შუადღემდე იყო შესაძლებელი, ამჯერად კი სააღმზრდელო დაწესებულება ყველანაირ სტანდარტს უპასუხებს და ბავშვების აღზრდა-განათლებისთვის სათანადო პირობებს შექმნის.

მათივე ინფორმაციით, შენობასთან ერთად მოწყობილია გარე ინფრასტრუქტურა, დაგეგმილია ეზოს გამწვანება.

სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯამში დაახლოებით 67 000 ლარამდე გამოყო.

დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

მუნიციპალიტეტის მერმა წარმატება უსურვა წრომელ პატარებს და იმედი გამოთქვა, რომ არსებული გარემო მათთვის საყვარელი ადგილი გახდება.