"ნაცმოძრაობის" წევრის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

"ნაცმოძრაობის" წევრის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გელა დეკანაძე აცხადებეს, რომ ბათუმის ბულვარში ყოფილი სამკურნალო პოლიკლინიკის შენობის ნაცვლად, ხელისუფლება მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს.

როგორც გელა დეკანაძე ამბობს, მშენებლობას კომპანია "ანაგი" აწარმოებს. მისივე ინფორმაციით, კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მხოლოდ 2 სართულის რეაბილიტაციის ნებართვა მისცა.

ოპოზიის თქმით, ადგილზე განთავსებული სამუშაო მასალები და ტექნიკაც მეტყველებს, რომ მრავალსართულიანი ნაგებობა შენდება.

ადგილზე კომპანია „ანაგის“ წარმომადგენელი მივიდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ტერიტორიაზე სამკურნალო დაწესებულება უნდა აშენდეს. კომპანიის წარმომადგენლებმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს.