ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი ტერიტორია.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი.
„მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.
ადგილზე არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო.

























