ატენის ხეობაში დაკვამლიანებაა

ატენის ხეობაში დაკვამლიანებაა. კვამლი ტყის მასივის თავზე შეინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მიემართება. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ დაკვამლიანება რთულ რელიეფზე შეიმჩნევა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფი ადგილზე მიემართება. სიტუაციის ადგილზე შეფასების შემდეგ დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ“, - აცხადებენ უწყებაში.

























