ფოთში აფეთქების დროს დაშავებულ 16 წლის მოზარდს თავზე ოპერაცია ჩაუტარდება

ფოთში აფეთქების დროს დაშავებულ 16 წლის მოზარდს თავზე ოპერაცია ჩაუტარდება

ფოთში აფეთქების დროს დაშავებულ 16 წლის მოზარდს თავზე ოპერაცია ჩაუტარდება. დაშავებული 16 წლის მოზარდი ფოთიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც მკურნალი ექიმი განმარტავს, მოზარდი საავადმყოფოში ქალა ტვინის დაზიანებებით შეიყვანეს და იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 42 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა. 236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.