ფოთში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ პირს, რომელიც ზუგდიდის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და თავის ტვინის შეშუპება აღენიშნება

ფოთში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ პირს, რომელიც ზუგდიდის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და თავის ტვინის შეშუპება აღენიშნება

ფოთში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ პირს, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და თავის ტვინის შეშუპება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

„ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილია მამაკაცი, პოლიტრავმით. ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება აღენიშნება. ასევე, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა; საფეთქლის და შუბლის ძვლის მოტეხილობა; გულმკერდის დახურული ტრავმა, მარჯვნივ პნევმოთორაქსი. ვაგრძელებთ კვლევების ჩატარებას“, - განაცხადა ორჟონიამ.

ცნობისთვის, ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.

236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.