ხაშურის მერმა სოფელ ცხრამუხაში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ხაშურის მერმა სოფელ ცხრამუხაში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ ცხრამუხაში განხორციელებული სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო გასახდელი კონტეინერი, საშხაპეები, სანიტარული კვანძები, წყალმომარაგების და სადრენაჟე რეზერვუარები.

პროექტი, რომლის მიზანია სპორტული ცხოვრების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთლიანად ადგილობრივმა ბიუჯეტმა დააფინანსა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 47 187 ლარი შეადგინა.