„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ვიდეომასალით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები "ქართული ოცნების" აქტივისტებითაა დაკომპლექტებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ვიდეომასალით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები "ქართული ოცნების" აქტივისტებითაა დაკომპლექტებული

არჩევნების გაყალბების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიები "ქართული ოცნების" აქტივისტებით კომპლექტდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ირმა ხოროიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან პარტიის ოფისში ვიდეო მასალა წარადგინა და აღნიშნა, რომ ვიდეო მასალით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები "ქართული ოცნების" აქტივისტებით არის დაკომპლექტებული.

„ქართული ოცნების“ შტაბში ხდება საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევა და შტაბის მითითებით შეაქვთ განცხადებები საოლქო საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს. ჩვენ მოვიპოვეთ კადრები, რომლითაც დასტურდება როგორ ხდება საარჩევნო კომისიების შერჩევა, ასევე ვასაჯაროვებთ ტელეფონის ნომერს 595 20 11 11 რომლიდანაც უკავშირდება „ქართული ოცნების“ შტაბიდან ანზორ ირემაძე როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის სავარაუდო წევრებს(კოორდინატორებს) ასევე ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს და გასცემს დავალებებს კომისიის წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი უწყებები, დაინტერესდნენ ზემოაღნიშნული ფაქტით და მოახდინონ რეაგირება. ეს არის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაზე გავლენის მოხდენა და პოლიტიკური ნიშნით კომისიის წევრების შერჩევა. ამოღებული იქნას და გასაჯაროვდეს 595 20 11 11 ტელეფონიდან როგორც შემოსული ასევე გასული ზარების ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევას უკანონოდ. ჩვენ გამოვააშკარავებთ და გავასაჯაროვებთ სიებს, რომლის მიხედვითაც დაინიშნებიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, რითაც დადასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები შერჩეული იქნებიან პოლიტიკური ნიშნით“ ქართული ოცნების“ მიერ ",- განაცხადა ირმა ხოროიშვილმა.