გორში, სანტექნიკის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

გორში, ყოფილი ბაზრის მიმდებარედ არსებულ სანტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, კვამლი გამვლელებმა
შენიშნეს და ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აცნობეს. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟის მობილიზება მოხდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

























