ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგობო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია. 2 საცხოვრებელ სახლში ჯამში 250 კვ.მ. ფართობია დამწვარი. ასევე, დამხმარე ნაგებობები - საერთო ფართი 90 კვ.მ.

ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.